IKEA-მ ბავშვების ნახატებით სათამაშოების კოლექცია შექმნა
ჩვენი ნახატების „გაცოცხლება“ და სათამაშოდ ქცევა, ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვინატრია. ამბობენ, ერთ დღეს ყველგან, ყველა სურვილი სრულდება. ასე აქცია IKEA-მ ფანქარსა და ფლომასტერში შესრულებული ცხოველები, ფრინველები და ნივთები ნამდვილ სათამაშოებათ – ავეჯისა და საოჯახო ნივთების შვედურმა ბრენდმა ახალი კოლექცია SAGOKATT უკვე გამოუშვა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კომპანიამ, ახალი კოლექციისთვის დიზაინერების ძებნა მსოფლიოს მასშტაბით „გააჩაღა“. საბოლოოდ კი, 87 000 ნახატიდან, 6 ნამუშევარი შეარჩია და SAGOKATT-იც შეიქმნა.