LEGO-მ ბავშვების წარმოსახვით სათამაშო მოედანი ააშენა
LEGO-ს ფიგურები და თამაში ორი განუყოფელი ცნებაა, ამიტომ, სათამაშო მოედნის გახსნა თქვენთვის გასაკვირი არც უნდა იყოს. დიზაინს კი ვინ განსაზღვრავდა იმაზე უკეთ, ვიდრე ბავშვები, რომლებიც ფიგურებს კრეატიული გზებით აწყობენ?
Fly Away Isles-ის ახალი ინსტალაცია ნიუ-იორკში შეგხვდებათ და იგი თანამედროვე მხატვარმა ჰებრუ ბრენტლიმ გააცოცხლა. პროცესი კი საკმაოდ საინტერესო იყო — ბავშვებს მათთვის საოცნებო სათამაშო მოედნის წარმოსახვა დაავალეს. ეს მათ ლეგოს ფიგურებით გადმოსცეს, ხოლო ბრენტლიმ Amplify-ს სააგენტოსთან ერთად იდეები რეალობად აქცია, იქნებოდა ეს ღრუბლები, ვულკანებით შთაგონებული პირამიდები თუ საფეხურები კუნძულებს შორის.
LEGO-ს თქმით, ინტერაქციული ნამუშევარი არაპრივილეგირებულ ადგილებში მეტი სათამაშო სივრცის შეტანასაც ისახავს მიზნად. ამასთან, იმედოვნებენ, რომ ეს ყველა ასაკის ადამიანს თამაშის კრეატიულობის, წარმოსახვისა და ბედნიერების გამოცდის საშუალებას მისცემს.
„ახალ ხელმისაწვდომ, კრეატიულ და ინკლუზიურ სივრცეს სტუმრები კოსმოსურ მოგზაურობაში მიჰყავს, რათა ერთად გამოცადონ ბავშვების თვალით დანახული სამყაროს ბედნიერება“, — აცხადებენ LEGO-ში.