Minecraft “ვარსკვლავური ომების” სათამაშო პაკეტს ამატებს
Minecraft.net-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ Minecraft Marketplace-ში ახალი შინაარსის პაკეტი დაემატა, სახელწოდებით “Minecraft Star Wars”. ამის მოლოდინი, ალბათ, ვარსკვლავური ომების გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.
პაკეტი მოიცავს “ახალ იმედს”, “იმპერიის საპასუხო დარტყმას”, “ჯედაის დაბრუნებას” და “მანდალორელს” – ასე რომ, შემქნელებს გალაქტიკის იდეალურობის წარმოსაჩენად 12 განსხავვებული პლანეტის დირაომის გამოყენება დასჭირდათ. ასევე, თამაშში ჩანს ყველასათვის გამორჩეულად საყვარელი პატარა იოდა (გროგუ) და ლუკ სქაი ვოქერისა და დართ ვეიდერის ბრძოლა.
Minecraft, რომელიც ოფიციალურად გამოვიდა 2011 წელს, მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, ააშენონ და შეისწავლონ 3D სამყარო. მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა ფოკუსირება მოახდინოს ბრძოლაზე, შექმნაზე ან თანამშრომლობაზე, თამაშის რეჟიმის შესაბამისად. მრავალრიცხოვანი მედია საშუალებების თანახმად, პოპულარულ ვიდეო თამაშს დაახლოებით 126 მილიონი აქტიური მოთამაშე ჰყავს. ახლა კი, ახალი პაკეტის დამატებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს მოთამაშეთა